მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო დასუფთავების სამუშაოები დაიწყო
დაბა ადიგენში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ საგაზაფხულო დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში იწმინდება ქუჩები, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია და სხვადასხვა სივრცეები.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ხასიათის სამუშაოები მუნიციპალიტეტში პერიოდულად იმართება, რომელშიც ჩართულია მერიას დაქვემდებარებული ა.(ა).ი.პ კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და ადგილობრივები.
მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიების წესრიგში მოყვანას, გარემოს დაცვასა და გარემოს დაბინძურების შემცირებას.