მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
შეხვედრები სოფელ კიკიბოსა და დერცელში გაიმართა.
შეხვედრებს მერი გოჩა ქიმაძე, მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ.
საერთო კრებაზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტი გამოვლინდა:
სოფელი კიკიბო – სანიაღვრე არხის მოწყობა;
სოფელი დერცელი – შიდა საუბნო რკინა-ბეტონის გზის მოწყობა;
აღსანიშნავია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ადგილობრივი საჭიროებების და იდეების გამოვლენასა და მათ რეალიზებას ხელს უწყობს. მოქალაქეების ჩართულობა კი თავის მხრივ ხაზს უსვამს მათ მზაობას და დაინტერესებას სოფლის განვითარების პროცესში.
შეგახსენებთ, რომ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.