მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასკვნით ეტაპზეა
ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასკვნით ეტაპზეა.
შეხვედრა დღეს, დაბა აბასთუმანში გაიმართა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, მერიისა და საკრებულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ.
კონსულტაციაზე მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში დაბა აბასთუმანში შ.რუსთაველის ქუჩაზე, N 33 მდებარე მრავალფუნქციური შენობისა და ეკლესიის მიმდებარედ არსებული წყაროს რეაბილიტაცია განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ 2025 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 648 000 ლარი დაიხარჯება, რასაც დაემატება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა და ის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება რასაც მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტს.
შეხვედრები ადიგენის მუნიციპალიტეტის 53 სოფელსა და დაბა აბასთუმანში უკვე გაიმართა, ხვალ 25 თებერვალს, პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დასრულდება.