ადიგენის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
თოვლის საფარისგან იწმინდება გზები, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო გადაადგილება როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
ამ დროისათვის სპეციალური ტექნიკით გაიწმინდა სოფელ მლაშეში, არზნესა და ფლატეში საავტომობილო გზები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით მობილიზებულია რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა და მერიის შესაბამისი სამსახურები, რადგან მოსახლეობამ გადაადგილება შეუფერხებლად და უსაფრთხოდ შეძლოს.