მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

მოსახლეობასთან შეხვედრები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბოლაჯურში და ქვემო ენთელში გაიმართა
დღეს, მოსახლეობასთან შეხვედრები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბოლაჯურში და ქვემო ენთელში გაიმართა.
შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
საერთო კრებასა და კონსულტაციაზე ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტი გამოვლინდა:
სოფელი ქვემო ენთელი – ატრაქციონის მოწყობა;
სოფელი ბოლაჯური – გარე განათების ქსელის მოწყობა;
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დასკვნით ეტაპზეა და 25 თებერვალს დასრულდება.