მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პრიორიტეტების გამოსავლენად შეხვედრები გრძელდება
ადიგენში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პრიორიტეტების გამოსავლენად შეხვედრები გრძელდება
დღეს, შეხვედრები სოფელ უდესა და ზაზალოში გაიმართა.
შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, მერიისა და საკრებულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ.
საერთო კრებასა და კონსულტაციაზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
სოფელი ზაზალო – სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სოფელი უდე – გარე განათების ქსელის მოწყობა;
შეგახსენებთ, რომ შეხვედრები 25 თებერვლის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.