მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში ” ადიგენობა 2024″ აღინიშნება
ადიგენის მუნიციპალიტეტში ” ადიგენობა 2024″ აღინიშნება
სახალხო დღის აღნიშვნა სპორტული აქტივობებით დაიწყო. დაბა ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე ფეხბურთში ნიაზ ჩირგაძის სახელობის ჩემპიონატის ფინალური თამაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჭეჭლა -გორგულის გუნდები დაუპირისპირდნენ. ჩემპიონატი გორგულის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში გასული გუნდები კი ადიგენის მერიისაგან ფულადი საჩუქრით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
სპორტულ ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივებთან ერთად ესწრებოდა.
ღონისძიება დაბა ადიგენის ცენტრალური პარკის მიმდებარედ გრძელდება. ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ძიუდოსა და ჭიდაობაში. გაიმართა შეჯიბრი ჭადრაკში. გამარჯვებულები მერიისაგან თასებით და მედლებით დასაჩუქრდნენ.
ამის პარალელურად, დაბაში მობრძანებულ სტუმრებს ადგილზე დახვდებათ ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სადეგუსტაციო და საბავშვო-გასართობი სივრცეები, მოეწყობა დრამერების მსვლელობა.
ღონისძიების მეორე ნაწილი ჯგუფი „ბანის“ და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაგრძელდება, დაჯილდოვდებიან ადიგენის საპატიო მოქალაქეები და „ადიგენობა 2024“ -ის დასკვნითი ნაწილი ყველასათვის ცნობილი ბენდის „მიქსტურას“ გამოსვლით დასრულდება.