მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

„მოყვარულთა თასი 2024-ის“ მუნიციპალური ეტაპის ფინალური შეხვედრა
დღეს, ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე „მოყვარულთა თასი 2024-ის“ მუნიციპალური ეტაპის ფინალური შეხვედრა გაიმართა.
ფინალურ ეტაპზე გადასულ საფეხბურთო გუნდებს, რაჭველებსა და ჭეჭლას შორის დაპირისპირება, რაჭველების გამარჯვებით, ანგარიშით-2:1 დასრულდა.
საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა და მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა ფულადი ჯილდო, თასი და მედლები გადასცეს და სამომავლოდაც წარმატებები უსურვეს.
„მოყვარულთა თასი 2024-ის“ მუნიციპალური ეტაპის ფინალურ თამაშს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და გულშემატკივრებთან ერთად „კროკობეთ მოყვარულთა ლიგის“ წარმომადგენლები და რეგიონული კოორდინატორი გოგა მაჭარაშვილი ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ ფინალში გასული ორივე გუნდი რეგიონულ ლიგაში იასპარეზებს.
თამაშები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით იმართება.