მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

9 აგვისტოს, ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ორგანიზებით, საერთო-სახალხო დღესასწაული „ზეკარობა 2026“ აღინიშნება
9 აგვისტოს, ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ორგანიზებით, საერთო-სახალხო დღესასწაული „ზეკარობა 2026“ აღინიშნება.
ღონისძიების ადგილი – ზეკარის უღელტეხილი (დიდმაღალი) ზღვის დონიდან 2300 მეტრი.
ღონისძიების პროგრამა:
11:00 საათი-ბაღდათისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა;
11:30 საათი- დოღი;
12:00 საათი- ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა;
13:00 საათი- სპორტული აქტივობები;
13:30 საათი- მუნიციპალიტეტის პირველი პირების და საპატიო სტუმრების მისალმება;
14:00 საათი- ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი;
14:30 საათი-სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულ მონაწილეთა და ადგილობრივ მეწარმეთა დაჯილდოება;
გთხოვთ მობრძანდეთ და ერთად აღვნიშნოთ „ზეკარობა 2026“