ცხელი ხაზი: +995 366 29 12 61

მეილი: მერია

მეილი: საკრებულო

ადიგენის მუნიციპალიტეტი
ადიგენის მუნიციპალიტეტი
ადიგენის მუნიციპალიტეტი
აბასთუმნის ობსერვატორია
ადიგენის მუნიციპალიტეტი
ჭულევის მონასტერი
Previous
Next

დღეს, 3 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში ღონისძიება გაიმართა .

დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, 40 წელს ზემოთ მოღვაწე პედაგოგებს წიგნები, სიგელები და ყვავილები გადასცა. აღნიშნული ღონისძიება, ადიგენის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურისა და ა(ა)იპ ადიგენის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებას, მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე დავით აბულაძე და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია თითოეულ ქალბატონს გილოცავთ დედის დღეს და ბედნიერ დედობას გისურვებთ!