მსურველების საყურადღებოდ!!
29 აპრილს, ადიგენში, ცეკვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება!
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, 29 აპრილს, დაბა ადიგენში ღონისძიება გაიმართება.
ადგილმდებარეობა: დაბა ადიგენის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია;
დასაწყისი: 12:00 საათი;
12:00 საათი — სპორტული აქტივობები;
15:00 საათი —სადღესასწაულო კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას;
გთხოვთ მობრძანდეთ და ერთად ვიზეიმოთ ცეკვის საერთაშორისო დღე!