მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ადიგენის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა
26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ადიგენის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა.
დაბა ადიგენის ცენტრალურ პარკში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მრავალფეროვანი კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული ღონისძიებები.
საზეიმო დღე 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც ცაში სიმბოლურად ბუშტები გაუშვეს, ამის პარალელურად სცენა ადგილობრივმა შემსრულებლებმა დაიკავეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მობრძანებულ სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა მიულოცეს.
საღამოს დასკვნით ნაწილში სცენაზე მომღერალი ლინდა ადამია ჯგუფ 1/4-თან ერთად წარდგა, რომლებმაც მაყურებელს განსაკუთრებული მუსიკალური საღამო აჩუქეს.
ღონისძიება ენერგიული DJ-ს შესრულებით გაგრძელდა და ფეიერვერკით დასრულდა.
ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ადიგენის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდგენლები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.