მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის 106 წლისთავი, ადიგენის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა შემოქმედებითი და კულტურული ღონისძიებით აღინიშნა.
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის 106 წლისთავი, ადიგენის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა შემოქმედებითი და კულტურული ღონისძიებით აღინიშნა.
დაბა ადიგენის ცენტრალურ პარკში, მთელი დღის განმავლობაში საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კულტურის, სამზარეულოსა და ეთნოგრაფიული ნივთების გამოფენა, ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების მონაწილეობთ და ასევე მოეწყო ადგილობრივი მხატვრების ნახატების გამოფენა.
საზეიმო ღონისძიება 17:10 წუთზე საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, ამის პარალელურად კი დაბა ადიგენში მოსულ სტუმრებს, სიმბოლურად ბუშტები და ხელის დროშები დაურიგდათ.
კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობითა და ქალაქ ბოლნისიდან მოწვეული ქართული ეროვნული ცეკვების სახალხო ანსამბლის “ბოლნელი” -ის მონაწილეობით გაგრძელდა.
დაბა ადიგენში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი გალა კონცერტით დასრულდა, ადიგენელი მაყურებლის წინაშე, გიორგი ცხადაძე და ბენდი 4+2 და ნუცა თოფურია წარდგნენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც ადიგენის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივები და მობრძანებული სტუმრები ესწრებოდნენ.