მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

26 ივნისს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღინიშნა

დღეს, 26 ივნისს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღინიშნა. დღესასწაული, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვით დაიწყო, რომელიც ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აღავლინა.

საღმრთო ლიტურგიას რუმინეთის ელჩი რეზვან როტუნდუ, მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.

რეგიონის ხელმძღვანელებთან ერთად, “ანთიმოზობა” რაგბის კავშირის თავმჯდომარემ და ადგილობრივმა მოსახლეობამ იზეიმა.

დღესვე სტუმრებმა, სოფელ უდეში, ძიუდოს სპორტდარბაზი მოინახულეს და სპორტსმენებს შეხვდნენ. ადგილობრივმა ბიზნესმენმა გელა ობოლაშვილმა კი ძიუდოისტებს ფორმები, ხოლო ბათუმში, ძიუდოს ტურნირში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს ფულადი ჯილდო გადასცა.

სოფელ უდეში “ანთიმოზობის” დღესასწაული 2005 წლიდან აღინიშნება. დღესასწაული ცნობილი საეკლესიო და საერო მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის (ანდრია ხურციძე-მერაბიშვილის), როგორც ამ სოფლის მკვიდრის, ხსოვნის პატივსაცემად იმართება.