მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

25 ივლისს ადიგენში ფერსათის მთაზე “შუამთობა” აღინიშნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ე. წ ფერსათის მთაზე, სახალხო დღესასწაული “შუამთობა” სპორტული და კულტურული ღონისძიებით აღინიშნება.
თარიღი-25 ივლისი;
დასაწყისი-11:00 საათი;
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება შეჯიბრება დოღში, მკლავჭიდში, ძალოსნობასა და მძლეოსნობაში. საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები ადიგენის მერიისაგან ფასიანი საჩუქრებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდებიან.
გთხოვთ, მობრძანდეთ და ერთად ვიზეიმოთ „შუამთობა“.