მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის პირდაპირი ჩვენება გაიმართა
დღეს, 18 ივნისს, დაბა ადიგენსა და სოფელ უდეში, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებითა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის პირდაპირი ჩვენება გაიმართა.
თამაში საქართველო-თურქეთს შორის შედგა, სადაც ეროვნული ნაკრები თურქეთის გუნდს ღირსეულად, ბოლომდე ეთამაშა, თუმცა საბოლოო შედეგი ანგარიშით 3:1 თურქეთის სასარგებლოდ დასრულდა.
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ადგილობრივ გულშემატკივრებთან ერთად, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ეროვნული ნაკრების თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია ასევე გაიმართება 22 ივნისს 17:00 საათზე და 26 ივნისს 23:00 საათზე.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპაზე!