მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქალაქ ახალციხეში მასშტაბური მსვლელობა მოეწყო, რომელსაც ადიგენის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადიგენის მრევლთან ერთად შეუერთდნენ
17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქალაქ ახალციხეში მასშტაბური მსვლელობა მოეწყო, რომელსაც ადიგენის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადიგენის მრევლთან ერთად შეუერთდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, საზეიმო მსვლელობა ახალციხის ამაღლების სახელობის ტაძრიდან წმინდა შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრამდე მოეწყო, რის შემდეგაც პარაკლისი აღევლინა.
დღესასწაული 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დააწესა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს, გისურვებთ სიმტკიცეს, სიყვარულსა და მშვიდობას!