მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

14 აპრილი ადიგენში დედაენის დღე აღინიშნა
14 აპრილს, დედაენის დღის აღსანიშნავად, ადიგენის მუნიციპალიტეტში შემოქმედებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას საჯარო სკოლების მოსწავლეები, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრები და თვითშემოქმედი ახალგაზრდები იღებდნენ, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
მონაწილეებმა დედაენის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებასთან ერთად საკუთარი ლექსები, ჩანახატები და ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს, ასევე ისაუბრეს ქართული ენის ისტორიაზე, შენარჩუნებასა და მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან და ადგილობრივ თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
მერმა გოჩა ქიმაძემ მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს აქტიური ჩართულობისთვის და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა დედაენის დაცვის მნიშვნელობას. მან ასევე, დააჯილდოვა ესების კონკურსის – თემაზე “წიგნი, რომელმაც შემცვალა” გამარჯვებულები: პირველი ადგილი ლინდა ქურციკიძემ დაიკავა და მერიისგან 200 ლარიანი წამახალისებელი ფულადი ჯილდო მიიღო, ხოლო მეორე ადგილის მფლობელი ელენე კვიჟინაძე 100 ლარით დაჯილდოვდა.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეები ადიგენის მერიისაგან სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ დედაენის დღეს!