მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

“შემოიარე ადიგენი“ – პროექტი განახლდა
ტურისტული სეზონის განახლებასთან ერთად, ადიგენის მერია იწყებს სათავგადასავლო ტურს – ექსკურსია-ლაშქრობას „შემოიარე ადიგენის“ ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავს ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციას, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაეცნოს ამ უნიკალურ მუნიციპალიტეტს.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა:
ეწვიონ ადიგენის ისტორიულ და ბუნებრივ ძეგლებს, მათ შორის ციხესიმაგრეებს, ეკლესიებსა და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს;
მონაწილეობა მიიღონ ტურებში და ექსკურსიებში, რომელიც საშუალებას იძლევა ადგილობრივი გიდების დახმარებით გაიცნონ ადიგენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა;
ჩაერთონ კულტურულ ღონისძიებებში, მათ შორის ფესტივალებში, ხელნაკეთობების გამოფენებში და მუსიკალურ წარმოდგენებში;
გაატარეთ დრო სასიამოვნოდ და აღმოაჩინეთ ამ უნიკალური მუნიციპალიტეტის ისტორია, არქიტექტურა და ბუნება!
დარეგისტრირდით 10 აპრილის ჩათვლით და შეავსეთ შესაბამისი კითხვარი მოცემულ ბმულზე:
მონაწილეები შეირჩევიან მოცემული კითხვარის მიხედვით.
გისურვებთ წარმატებებს!