მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

უფასო სამედიცინო აქცია
დაბა ადიგენში, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ ორგანიზებითა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს.
აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ექიმი-ოფთალმოლოგის კონსულტაციით, რომელიც მოიცავს შემდეგი სახის კვლევებს:
ვიზომეტრიას – მხედველობის განსაზღვრას პროცენტულობით;
ტონომეტრიას – თვალის წნევის გაზომვას;
თვალის წინა საკნის დათვალიერებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დანიშვნას.
მსგავსი ტიპის უფასო სამედიცინო აქციები მუნიციპალიტეტში პერიოდულად ტარდება და მიზნად ისახავს პაციენტების დროულ გამოვლენასა და შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვას.