ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლები სოფელ უდეში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
პროექტი დასრულების ეტაპზეა, უკვე მოეწყო 967 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოში შესასვლელებისა და გზასთან მიერთებების მოწყობა.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება და მისი ღირებულება 534 568 ლარია.