ადიგენის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სოფელ ქიქინეთში შიდა საუბნო გზის 249 მეტრის მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი.
პროექტის ღირებულება 78 444 ლარია.
მიმდინარე წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი კი მიმდინარებს.