ამჯერად საერთო კრებები და კონსულტაციები არალისა და უდის ამდმინისტრაციული ერთეულების სოფლებში გაიმართა, სადაც ადგილობრივებმა სოფლებში ძირითად პრიორიტეტებად დაასახელეს:
სოფელი წარბასთუმანი – სკვერის მოწყობა;
სოფელი არალი – გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელი ზაზალო – გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელი უდე – გარე განათების ქსელის მოწყობა;
შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, გამართული შეხვედრების მიზანია, ადგილზე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტული საპროექტო წინადადებების შერჩევა.
პროგრამის განხორციელების მიზნით, ცენტრალური ბიუჯეტიდან 648 000 ლარია გამოყოფილი, რასაც დაემატება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.