მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება.
ამჯერად შეხვედრები სოფლებში: შოლავერში, უნწაში, ბენარაში, ხევაშენში, ნაქურდევში, ხარჯამში, წახანში, წახანწყაროსა და ქიქინეთში გაიმართა.
პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მღებრიშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით გამოვლენილი ძირითადი პრიორიტეტები:
სოფელი შოლავერი – გარე განათების ქსელის მოწყობა, სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;
სოფელი უნწა – გარე განათების ქსელის მოწყობა, შიდა საუბნო გზის მოწყობა რკინა-ბეტონის საფარით;
სოფელი ბენარა – სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელი ხევაშენი – სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;
სოფელი ნაქურდევი – სტადიონის შემოღობვა, რეაბილიტაცია;
სოფელი ხარჯამი – გარე განათების ქსელის მოწყობა, სასმელი წყლის ავზის რეაბილიტაცია;
სოფელი წახანი – ეკლესიის მიმართულებით გზის მოწყობა ბეტონის საფარით;
სოფელი წახანწყარო – ეკლესიის მიმართულებით გზის მოწყობა ბეტონის საფარით;
სოფელი ქიქინეთი – სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის მოწყობა;
აღსანიშნავია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვეტს რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.