მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

სოფელ ჭეჭლასა და კეხოვანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე გაბიონი ეწყობა
სოფელ ჭეჭლასა და კეხოვანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც გაბიონი ეწყობა.
მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლები სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, ასევე სოფელ წარბასთუმანში სტიქიის შედეგად დაზიანებული გაბიონის ქვედა საყრდენი კედლის მოწყობა.
სამუშაოები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდისგან ფინანსდება და მისი ღირებულება 98 199 ლარია.