ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია უწყვეტად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, სოფელ წახანწყაროში შიდა საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა 433 გრძივი მეტრის მონაკვეთზე გზის დაგება, ეზოში შესასვლელებითა და მიერთებებით.
სამუშაოების ღირებულება 144 766 ლარს შეადგენს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთზე არასდროს ყოფილა ბეტონის საფარი, რაც დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივებს გადაადგილებაში.