ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელმა, ანტონ გელაძემ, თანამშრომლებთან ერთად, სოფელ ჩორჩანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში სოფლის შიდა საუბნო გზის 244-მეტრიან მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გვერდულების მოწყობა.
სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 119 899 ლარს შეადგენს.