ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელმა ანტონ გელაძემ, თანამშრომლებთან ერთად, სოფელ ღორთუბანში მიმდინარე გზის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ ღორთუბანში 188-მეტრიან მონაკვეთზე უკვე მოეწყო ბეტონის საფარი ეზოებში შესასვლელებით. ამჟამად მიმდინარეობს გზის გვერდულების მოწყობა.
პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 69 899 ლარია.