ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგება აქტიურად გრძელდება.
ადიგენის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლები სოფელ უტყისუბანში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, სოფელში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 280 325 ლარია.