ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
სოფელ უტყისუბანში, იმერთუბანსა და ქვემო ენთელში საბავშვო გასართობი ატრაქციონები მოეწყო.
პროექტები, რომელთა საერთო ღირებულება 82 668 ლარია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.