ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელი ანტონ გელაძე, თანამშრომლებთან ერთად სოფელ უდეში შიდა საუბნო გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
ამჟამად სოფელ უდეში ე.წ „ჩოთქიანის უბანში“ შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 403- მეტრიან მონაკვეთზე ეწყობა ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხებითა და ეზოებში შესასვლელებით.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 172 100 ლარია.