ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი კი ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია.
დასრულდა სოფელ საირმე-ჭელას დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სოფლებთან დამაკავშირებელი გზის 360-მეტრიან მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი, ასევე მოეწყო სანიაღვრე არხები, მილ-ხიდები და ეზოებში შესასვლელები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 187 999 ლარია.