მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

სოფელ ლელოვანში, სამყურში, ამხერში, გომაროში, იმერთუბანში, წრეში, დიდსა და პატარა ზანავში შიდა საუბნო გზები ეწყობა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლები სოფელ ლელოვანში, სამყურში, ამხერში, გომაროში, იმერთუბანში, წრეში, ასევე დიდსა და პატარა ზანავში, შიდა საუბნო გზის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგებში აღნიშნულ სოფლებში ჯამში 1490 მეტრის მონაკვეთზე მოეწყობა რკინა-ბეტონის საფარი, ეზოში შესასვლელებითა და სანიაღვრე არხებით.
პროექტი, რომლის ღირებულება 606 999 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება.