ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლებმა სოფელ ლელოვანსა და სამყურში ახლად აშენებული მინი მოედნები დაათვალიერეს.
სოფლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედნები აშენდა. პროექტის ფარგლებში მოედნები იზოლირებული მავთულ- ბადით შემოიღობა, მწვანე ხელოვნური საფარი დაიგო, ასევე მოეწყო ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარი და თანამედროვე სტილის განათებები დამონტაჟდა.
პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხოციელდა და მათი საერთო ღირებულება 210 119 ლარია.
ახლად აშენებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი მოედნებით ახალგაზრდები და არა მხოლოდ ახალგაზრდები უკვე აქტიურად სარგებლობენ, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას.