ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც
ააიპ “ადიგენის წყალმომარაგების სამსახური” ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ცენტრალური მაგისტრალი და სრულად შეიცვლება შიდა ქსელი, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრები 280 ოჯახისთვის წყლის მიწოდების გრაფიკი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და წლების განმავლობაში არსებული პრობლემა აღმოიფხვრება.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 100 ათას ლარზე მეტია.