ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტების ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი კი აქტიურ ფაზაშია.
ამ ეტაპზე, სოფელ ბოლაჯურში სკვერი ეწყობა, რომელიც სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტის ფარგლებში ეწყობა საბავშვო- გასართობი ატრაქციონი, ფანჩატური, დასასვენებელი სკამები, სანაგვე ურნები და განათებები. აგრეთვე, გათვალისწინებულია სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძველი წყაროს რეაბილიტაცია.