მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

სოფელ არზნეში ახალი მინი მოედანი მოეწყო
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლებმა სოფელ არზნეში ახალი მინი მოედანი დაათვალიერეს.
სოფელ არზნეში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი აშენდა. პროექტის ფარგლებში მოედანი იზოლირებული მავთულ- ბადით შემოიღობა, მწვანე ხელოვნური საფარი დაიგო, ასევე მოეწყო ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარი და თანამედროვე სტილის განათებები დამონტაჟდა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხოციელდა და მისი ღირებულება 115 449 ლარია.