ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელი ანტონ გელაძე, თანამშრომლებთან ერთად, სოფელ არალში შიდა საუბნო გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ღირებულება 110 777 ლარია და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების, მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობა.