მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზაალ გელაშვილთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზაალ გელაშვილთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
მინისტრის მოადგილე ბორჯომში, დაბა ახალდაბაში, ახალციხესა და ადიგენში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო, რომლებიც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობას, ახალი სტადიონებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობას და არსებულის რეაბილიტაციას მოიცავს.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მიმდინარე პროექტების დაგეგმილ ვადებში, ხარისხიანად შესრულების აუცილებლობას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ პროცესის განსაკუთრებული კონტროლისკენ მოუწოდა.