მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ინგა ბოჭორიშვილი სოფელი ვარხანის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელების ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრნენ
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ინგა ბოჭორიშვილი სოფელი ვარხანის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელების ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცეს, ბედნიერი მომავალი და დასახული მიზნების განხორციელება უსურვეს, ხოლო პედაგოგებსა და მშობლებს გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
მეთორმეტეკლასელებთან ერთად, ღონისძიებაში სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც სახალისო აქტივობები, იუმორისტული ნომრები, ცეკვები და სიმღერები წარმოადგინეს.
ბოლო ზარისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხელმძღვანელ პირებთან ერთად სკოლის მასწავლებლები, მშობლები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.