მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმის სგშ სკრინინგის ანგარიშის შესახებ განცხადება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში სგშ-ის პროცედურის გავლის მიზნით წარდგენილია საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2024- 2026 წლების სამოქმედო გეგმის სგშ სკრინინგის ანგარიშის შესახებ განცხადება.

სგშ-ის სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/34419669-cfdd-4fa4-aee8-3978202649a1

დაგეგმილი საქმიანობის სგშ-ს სკრინინგის ანგარიშის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

 

 

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია (პროექტი)

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია