მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, მისი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი წარმატებულ ადიგენელ ახალგაზრდა სპორტსმენს, ძიუდოისტ სალომე მერაბიშვილს პირადად შეხვდნენ
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, მისი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი წარმატებულ ადიგენელ ახალგაზრდა სპორტსმენს, ძიუდოისტ სალომე მერაბიშვილს პირადად შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს სალომე მერაბიშვილის სპორტულ მიღწევებზე. ხელმძღვანელმა პირებმა ახალგაზრდა სპორტსმენს მიღწეული წარმატება მიულოცეს, სამომავლოდ კიდევ უფრო მაღალი შედეგები უსურვეს და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისაგან წამახალისებელი ფულადი ჯილდო გადასცეს.
სალომე მერაბიშვილმა 2012–2013 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის, 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები არსენ ბალახაშვილი და სოსო რეხვიაშვილი, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ზურა ბეთხოშვილი, ასევე წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენის მშობლები.