სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან, გოჩა ქიმაძესთან ერთად მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, მოსახლეობის საჭიროებები, არსებული საკითხების დროული გადაჭრის გზები და უწყებებს შორის ეფექტიანი და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილეს.
სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებით დაფინანსებული პროექტების განხორციელება, მათ შორის გზების, სპორტული მოედნებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაცია.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ვახტანგ მერაბიშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.