სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, მოადგილეებთან: გიორგი ქოჩიაშვილთან და სერგი მუშკუდიანთან ერთად, ასევე რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან, ადიგენის მუნიციპალიტეტში გამართული გასვლითი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს ალექსანდრე ზურაბიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის ორგანიზაციული საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელებისთვის უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია.
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენცია. ამ მიზნით, კარდაკარ პრინციპით განხორციელდება პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-ვაქცინაცია მიკროჩიპების გამოყენებით და მათი მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია.
შეხვედრის დასასრულს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფროსი გიორგი კიკალიშვილი, სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის დეპარატმენტის უფროსი ბექა კობახიძე და ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.