სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, მოადგილეებთან — გიორგი ქოჩიაშვილთან და სერგი მუშკუდიანთან ერთად, ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტების დროულ და ხარისხიან განხორციელებას, ასევე იმ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და საკითხებს, რომლებიც მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა ისაუბრეს უწყებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.