სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, ადიგენის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ადიგენის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებსა და გამოწვევებს. სამსახურების ხელმძღვანელებმა სახელმწიფო რწმუნებულს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დაგეგმილ სამუშაოებზე. ზაალ გელაშვილმა ხაზი გაუსვა პროექტების მაღალი ხარისხით შესრულებისა და პროცესის მონიტორინგის აუცილებლობას.
ზაალ გელაშვილმა და გოჩა ქიმაძემ თანამშრომლებს შესრულებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლებთან მჭიდრო კომუნიკაციას და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესების უფრო ეფექტიან მართვას.
შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გიორგი ქოჩიაშვილი და სერგი მუშკუდიანი, ასევე მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი და მოადგილე სოსო რეხვიაშვილი ესწრებოდნენ.