მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
დღეს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ვარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა.
საპროექტო წინადადებების განხილვას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მღებრიშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მერიისა და საკრებულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ.
მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
სოფელი ფარეხა – სოფელთან მისასვლელი გზის მოწყობა რკინა-ბეტონის საფარით;
სოფელი საღრძე – სტადიონის მოწყობა, გარე განათების ქსელის მოწყობა (დასრულება);
სოფელი აბასთუმანი – გარე განათების ქსელის მოწყობა, სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;
სოფელი ვარხანი – სასაფლაოს შემოღობვა, წყაროს რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის მოწყობა;
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 25 თებერვლამდე ეტაპობრივად ყველა სოფელში გაიმართება.