მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, მოადგილე სოსო რეხვიაშვილთან ერთად, მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული მიმართულებების განვითარებაზე.
სხდომის ფარგლებში საბჭოს წევრებმა საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს.
საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ასევე მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და მათი გათვალისწინების ხელშეწყობა მერის საქმიანობაში.