დღეს, დაბა ადიგენში გამწვანების მასშტაბური ღონისძიება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც დაბა ადიგენის ქუჩებს, გზისპირებსა და ცენტრალურ პარკს სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე შეემატება.
ღონისძიებაში მონაწილეობას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე ა.(ა).ი.პ „კეთილმოწყობისა და დასუფთავების“ სამსახურის თანამშრომლები იღებენ.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამწვანების ღონისძიებები ეტაპობრივად ხორციელდება და მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. ჯამში კი 1200-მდე ხე-მცენარე დაირგვება სპეციალურად შერჩეულ ადგილებში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადიგენის გარემოს.
ნარგავების მოვლა-პატრონობას მერიას დაქვემდებარებული ა.(ა).ი.პ „კეთილმოწყობისა და დასუფთავების“ სამსახურის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.
მოგიწოდებთ, რომ თითოეულმა ადიგენელმა გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ჩაერთოთ ნარგავების მოვლაში, რადგან ახალმა ნარგავებმა დიდხანს გაალამაზოს ჩვენი მუნიციპალიტეტი. ერთად შევქმნათ სუფთა და ლამაზი ადიგენი!