არ გამოტოვოთ! კინოჩვენება – “კატვეს დედოფალი”
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, 14 მარტს (პარასკევს), 15:00 საათზე, ახალი ახალგაზრდული ცენტრის შენობაში კინოჩვენება გაიმართება.
მსურველებს შესაძლებლობა ექნება იხილოს შთამაგონებელი ბიოგრაფიული ფილმი “კატვეს დედოფალი” (Queen of Katwe).
დასწრება თავისუფალია!
ვისაც დროის სასიამოვნოდ გატარება სურს, შემოგვიერთდით!
გთხოვთ, ადევნეთ თვალი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ და ვებ გვერდს, რათა არ გამოტოვოთ სამომავლოდ დაგეგმილი სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები.